,,პატარა კიტა წულუკიძეს” – პაატა გულიაშვილმა ნიკოლოზ წულუკიძის შვილს ლექსი მიუძღვნა

0
831
56 Views

მსახიობმა პაატა გულიაშვილმა მეგობრის, ნიკოლოზ წულუკიძის ვაჟს, პატარა კიტა წულუკიძეს ლექსი მიუძღვნა და სოციალურ ქსელში ატვირთა.

,,პატარა კიტა წულუკიძეს

დარი ბინდში გაიხლართა,

სულში ბზარი ახალი,

შენს ბაგეზე თოვლი დადნა,

ცრემლად მოდის ზამთარი,

დამხობილა სევდა ლხინთან,

ვერ უშველა ბრმა არის,

სამოთხეში ჩიტი გალობს,

აქ ემღერა რა არის?

სანუგეშო დარჩა რამე?

იქნებ ეგეც არ არის?

ჩუ, ნუ სტირი, გაიხარე, ამბავია ახალი,

მიფრენილა ანგელოზად, უფალს უზის კალთაში!” – წერს პაატა გულიაშვილი.

Cesko