“ლუკაშენკომ უღალატა პუტინს და საიდუმლო წერილები დააგზავნა დასავლეთში” – ვიდეო

May 6, 17:42
0
580

უკრაინის რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო, იუთუბ არხზე აქვეყნებს ვიდეოს სათაურით – “გაფითრებულმა ლუკაშენკომ უღალატა პუტინს, აღიარა დამარცხება და ფარულად სთხოვა დასავლეთს მშვიდობა”

გონჩარენკო ამ ვიდეოში განიხილავს ლუკაშენკოს ბოლო ინტერვიუს და ამბობს:

როგორც მიხვდით, დღეს ვისაუბრებ ყველაზე გაიძვერა ტარაკანაძე, ლუკაშენკოზე, რომელმაც, დამწვრის სუნი იგრძნო…

ლუკაშენკმა ინტერვიუ მისცა უცხოურ მედიას, სადაც თქვა, რომ გაიწელა სპეცოპერაცია – აა, გაიწელა? ცოტა ხნის წინ, სულ სხვა რამეს ამბობდა.

გავაანალიზოთ, როგორ გამოიყურება, შეშინებულია, თვალები ჩააწითლებული აქვს, მას უკვე ესმის საითკენ მიდის საქმე, ის ძალიან კარგად გრძნობს თავისი ულვაშებით, რომ არც ისე კარგადაა ყველაფერი და ამღერდა, რომ ბელორუსი მშვიდობისმოყვარეა და პირიქით, ცდილობს რომ ომი არ იყოს. სრული კატასტროფის დროს, მათ შორის, ბირთვული კატასტროფისას, ტარაკანას შეუძლია გადრაჩეს. ლუკაშენკოც ის პოლიტიკური ტარაკანაა, რომელიც ყველა პირობებში გადარჩება, ყოველ შემთხვევაში, ასე ეჩვენება მას, რადგან ბევრჯერ მომხდარა ასე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტები წერდნენ, რომ ცოტა ხნის წინ, ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააგზავნა საიდუმლო წერილები ევროპელ კოლეგებთამ, რომ ბელორუსი მშვიდობიანი ქვეყანაა, ომი არ უნდოდათ და არ უნდათ! ასეთი პუტინის მოღალატეობრივი წერილი დააგზავნეს.

დააკვირდით როგორ იცვლება ლუკაშენკოს რიტორიკა, ჯერ კიდევ მარტში, ისინი ლამანშამდე აპირებდნენ ჩასვლას და მაისში ამბობს – ჩვენ მშვიდობა გვინდა!

რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ინტერვიუში არის პუტინის მესიჯიც, მისი ბუნკერიდან – აი, ეს არის კლასიკური ლუკაშენკო, მან შეთანხმა ეს ინტრვიუ პუტინთან, შეიძლება თავადაც შესთავაზა, მოდი, გავაკეთებ ინტერვიუს, გადავცემ სიგნალს და თავად პარალელურად გადმოსცა თავისი არაერთი სიგნალი. ის პუტინისგან თავს შორის იჭერს, თითქოს აი, დასავლეთისთვის შეიძლება გახდეს საჭირო.

რაც შეეხება პუტინის სიგნალს, მან თქვა, რომ ყველაზე ახლო ურთიერთობა მას აქვს პუტინთან და ყველაფერს პირდაპირ ეუბნება, როგორც უფროს ძმას, ისე.

ამის შემდეგ, ის ამბობს, რუსეთმა უნდა მოგოს, თუ არადა – ბირთვული იარაღი!

აი, ისიც, მესიჯი პუტინისგან და ახლა ლუკაშენკო ცდილობს მიყიდოს დასავლეთს ეს – რომ მას შეუძლია დახმარება, რათა პუტინმა არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი. პუტინი კი ფიქრობს, რომ ამ შანტაჟს განახორციელებს ლუკაშენკოს ხელით.

პუტინის იდეა ძალიან მარტივია, ყველაფერი გაუფრინდა, მაგრამ მას აქვს ერთი ჯადოსნური ჯოხი, ამ შემთხვევაში, ჯადოსნური, ბირთვული ღილაკი და აი, იმ ღილაკით ცდილობს შანტაჟს, მომეცით უკრაინა, თორემ, ხელს დავაჭერ ამ ღილაკს.

ეს არის პუტინის სიგნალი – ლუკაენკო კი ამბობს, რომ პუტინთან ყვეელაზე ახლოს თავადაა, ამიტომ, მხოლოდ მას შეუძლია დააწყნაროს და არ დააჭიროს ხელი ამ ღილაკს. აი, ესაა ამ ინტერვიუს არსი.

ორი სიტყვაც ვთქვათ პუტინის შატაჟზე – დარწმუნებული ვარ, მისი თამაში დასრულდა. მის შანტაჟს უკვე აღარავინ დაემორჩილება, ყველა მიხვდა, რა ხდება და რამდენად საშიშია ის. 500–ჯერ შეინანებენ, რომ ამ საშინელებას, პუტინის სახით, ცხვირწინ გაზრდის საშუალება მისცეს. დღეს მსოფლიოს მთავარი ამოცანაა დეპუტინიზაცია რუსეთში და დელუკაშენკონიზაცია ბელორუსში, რადგან შემდეგში, რუსეთის ვერც ერთმა მმართელმა ვერ გაბედოს მსოფლიოს შანტაჟი ბირთვული იარაღით. ესაა დღეს მსოფლიოს ამოცანა და მსოფლიო ამ ამოცანას შეასრულებს.

ამ ინტერვიუთი, გავიგეთ, რა ხდება პუნკერში, პუტინთან, ვნახეთ ტარაკანა ლუკაშენკო, რომელიც ცდილობს გადარჩეს ამ სიტუაციაში.

აუცილებლად გავიმარჯვებთ.

Cesko