გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე აფრთხილებს ადამიანებს, გამომძალველის მსხვერპლი არ გახდნენ.
,,მეგობრებო, ამბავი არის შემდეგი: ორი წელია, შეიძლება მეტიც, ამ სივრცეში გამოჩნდა პროფილი Architector Architector ტრაგიკული ბავშვობის ისტორიით, მიტოვებული დედით, საოცნებო პროფესიით და ა.შ. ეცნობა ადამიანებს როგორც უცხოეთში მცხოვრები ქართველი მილიონერი, აბამს ფლირტს, მერე რომანტიკულ სიყვარულს, უგზავნის ფოტოშოპით გაკეთებულ ფოტოებს და ბოლოს ეს იდუმალი არსება აღმოჩნდება ქალი. აშანტაჟებს მსხვერპლს, რომ საჯაროდ ვერ ილაპარაკონ, სძალავს ფულს. ადამიანებს უნგრევს ფსიქიკას, ცხოვრებას, აწმყოს და მომავალს.
დამიკავშირდა მისი ერთ-ერთი მსხვერპლის დედა და მთხოვა დახმარება.
ვისაც ეს ისტორია გეცნობათ, ვინც იყავით მისი ძალადობის მსხვერპლი, გამომეხმაურეთ პირადში!
p.s. მისი ნამდვილი ვინაობა ვიცი, პროფილი გაუქმებული აქვს, დატოვებული აქვს მხოლოდ მესენჯერი, აქვს და რვა სხვადასხვა ფბ გვერდი. გააზიარეთ ემიგრანტებმა და ემიგრანტთა ჯგუფებში”, – წერს ელისო კილაძე.
,,ეს ადამიანი ემიგრანტებს სძალავს ფულს, უნგრევს ცხოვრებას, ფსიქიკას” – ელისო კილაძე
38 Views