უკრაინის ომს, ჩემი აზრით, ორი კოლექტიური თანაავტორი ჰყავს – გოგი ლორთქიფანიძე

0
666
Russian vs. Ukraine
48 Views

უკრაინის ომს, ჩემი აზრით, ორი კოლექტიური თანაავტორი ჰყავს.
1. ყველა ის, ვინც შიგნით, კიევის ე.წ. “მაიდანის” დღეებში, დახტოდა ყვირილით “მოსკალიაკუ ნა გილიაკუ” (ანუ”ჩამოვახრჩოთ რუსები”) და ვინც გარედან – კანადა-ამერიკიდან პოლონეთ-საქართველომდე – აგულიანებდა ბანდერას ადგილობრივ მიმდევრებს და ტაშს უკრავდა მათ ამ ხტუნვა-თამაშს. დავამატებ, რომ ყოველგვარი ნაცისტების – მათ შორის, უკრონაცისტების – მიმართ არანაირი სიმპათია და თანაგრძნობა არ გამაჩნია და ნორმალურ სამყაროში ისინი მართლაც სასამართლო განსჯასა და “დენაციფიკაციას” უნდა ემქვემდებარებოდნენ, მაგრამ – ჩვენდა სამწუხაროდ – ჩვენ არ ვცხოვრობთ ნორმალურ სამყაროში.
2. თავად პუტინი და მისი დამქაშები, რომლებიც იმდენად აიყოლა და გაიტაცა ე.წ. “რუსკი მირის” არქაულმა, რეაქციულმა და ბოდვითმა კონცეფციამ, რომ ამ უდღეურმა იმპერიალისტებმა ისიც კი ვერ გათვალეს, თუ რა განსხვავებაა სამდღიან “სპეცოპერაციასა” და ხანგრძლივ სისხლიან ომს შორის, რომელმაც თავის ორომტრიალში მთელი კაცობრიობა შეიძლება ჩაიყოლოს. ესენიც – თავისი უკრაინელი “სარკისებრი ტყუპისცალების” მსგავსად – წესით, სასამართლო განსჯასა და “დენაციფიკაციას” უნდა დაემქვემდებარონ, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ არ ვცხოვრობთ ნორმალურ სამყაროში.
არც კი ვიცი, საჭიროა კი აქ იმის დამატება, რომ ბავშვებისა და მოხუცების სიცოცხლე (ქალების ზოგადად ხსენებისგან თავს შეგნებულად ვიკავებ, რადგან ზოგიერთი ქალბატონი კაცებზე არანაკლებ აქტიურად მონაწილეობს ამ ძმათამკვლელ და სისხლით გაჟღენთილ ომსა თუ პოლიტიკაში) კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს ფეხზე ჰკიდია? ჩემი გაადასახედიდან, ეს იმდენად ცხადია, რომ რაიმე დამატებით მტკიცებულებებს არც კი საჭიროებს.
და ყოველივე ეს 1991 წლის ე.წ. “ბელოვეჟის” დამანგრეველი შეთანხმებებით დაიწყო, რათა ოცდაათი წლის შემდეგ რეალობას სწორედ აი ასეთი მომაკვდინებელი ფორმა მიეღო. ამაზრზენი ფორმა, რომელსაც ყველანი, ასე თუ ისე, შევიგრძნობთ საკუთარ თავსა და ტყავზე უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეიძლებოდა, სხვანაირად აწყობილიყო და დაწყობილიყო ეს ქვეყანა, მაგრამ არ მოვინდომეთ და… ყოველთვის არანორმალური და არადექვატური გვირჩევნოდა ნორმალურსა და ადექვატურს.
ასე რომ, ყველაფერი ლოგიკური და წინასწარ გაწერილია, მადამ და მესიე.
გ.ლ.

მწერალი გოგი ლორქთიფანიძე; სოციალური ქსელი

Cesko