“ქალბატონი ელჩის მიერ ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა ძალიან ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს” – გია გაბრიჭიძე

May 5, 16:22
0
684

ჟურნალისტი და ექსპერტი გია გაბრიჭიძე გუშინ „იმედი LIVE”-ში გასულ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც გია გაჩეჩილაძემ ამერიკის ელჩს რამდენიმე კითხვით მიმართა:

“გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ტელეკომპანია „იმედის“ საშუალებით აშშ-ის ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს ძალიან საინტერესო შეკითხვებზე პასუხის გაცემა სთხოვა. შეკითხვებზე, რომლებიც სხვადასხვა სახით და ემოციით ხშირად მუსირებდა ქართულ მედიასივრცეში, მაგრამ გუშინ ისინი საკმაოდ შეკრული ფორმით გახმიანდა. სურს თუ არა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს: 1. საქართველოში გაიხსნას რუსეთთან ომის მეორე ფრონტი, 2. პატიმარი სააკაშვილი გამოვუშვათ ციხიდან 3. დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ქალბატონი ელჩის მიერ ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა ძალიან ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს და დარწმუნებული ვარ, რომ წერტილს დაუსვამს იმ სპეკულაციებს, რომლის დროსაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სახალხო დამცველი საჭიროების შემთხვევაში მუდმივად მიმართავენ.

სიტყვა „სპეკულაცია“ სპეციალურად დავწერე, რადგან მეც და საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც თავიანთ პუბლიკაციებში, თუ სატელევიზიო გამოსვლებში არაერთხელ გვითქვამს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში მკაფიო და ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები მათ მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებით ხშირად ახდენენ მის დამახინჯებას და მოსახლეობისთვის არასწორი სახით მიწოდებას. ბუნებრივია მსგავსი ქმედება, რომელიც გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას, იწვევს აშშ-ის პოლიტიკის და საქართველოსადმი მხარდაჭერის უდიდეს საქმეში გარკვეულ ნიჰილიზმს და არაჯანსაღ მიდგომას, ხოლო პოლიტიკური პროცესების მიმართ სრულ უნდობლობას და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციას. სწორედ ამ მიზეზით აუცილებელია მკაფიო პასუხების მიღება და მათი მოსახლეობის ფართო ფენებამდე მიტანა“

Cesko