ლომჯარიას ერთი პატიმარი არ უნახავს ამდენი ხნის განმავლობაში და ამ სააკაშვილს პირდაპირ შეაკვდა – გია გაჩეჩილაძე

May 5, 11:04
0
288

ლომჯარია როგორი სახალხო დამცველია ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით. მიკერძოებულია ის. ერთი პატიმარი არ უნახავს ამდენი ხნის განმავლობაში და ამ სააკაშვილს პირდაპირ შეაკვდა.

ამას ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, – ამის შესახებ მუსიკოსმა და წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„სულ რომ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ, თუნდაც ჩატარდეს. უფრო დიდი კონსოლიდაცია მოხდება და უფრო მაგრად წააგებენ. მით უმეტეს ამ ომიანობის დროს იმიტომ, რომ ეს არის ხალხის დაკვეთა. ხალხის დაკვეთა არის მშვიდობა. ხალხის დაკვეთა არის რაციონალური პოლიტიკა და არა ის პოლიტიკა, რასაც 30 წლის განმავლობაში ვიმკით და ვაკეთებთ“, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

Cesko