მეჩვენება, რომ ცოტათი გაგიჟდნენ, ევროკავშირი რუსულ ნავთობს მესამე ქვეყნების დახმარებით შეიძენს – ვლადიმერ ჯაბაროვი

0
642
51 Views

„საბოლოოდ ყველაფერი იქამდე მივა, რომ ევროპის ქვეყნები რუსულ ნავთობს მესამე ქვეყნების მეშვეობით და უფრო მაღალ ფასად შეიძენენ“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა.

„მეჩვენება, რომ ცოტათი გაგიჟდნენ. ამბობენ, რომ ჩვენგან ნავთობს არ იყიდიან, კარგით, ნუ იყიდით. მას მაინც იყიდით, მხოლოდ მესამე ქვეყნების გავლით. ჩვენი ნავთობი იგივე იქნება, მხოლოდ უფრო ძვირი“, – აცხადებს რუსი სენატორი.

მისი თქმით, იმისთვის რომ რუსეთმა თავი ცუდად იგრძნოს, ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან გაწირონ საკუთარი ინტერესები.

„თუ რუსეთის გასაღიზიანებლად ევროკავშირი მზად არის გაიღოს ასეთი ხარჯები, „დროშა მათ ხელშია“. ევროკავშირის პოლიტიკა უაზროა, ევროპელი ჩინოვნიკების გადაწყვეტილებები კი გაუაზრებელი“, – დასძენს ვლადიმერ ჯაბაროვი.

კანონმდებლის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებების შედეგებს მაშინ იგრძნობს, როცა მათი ქვეყნების მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს საკვებზე გაზრდილი ფასებისა და ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ზრდის გამო.

Cesko