“იცით, რატომ უნდა მართოს ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყანა?” – მეგი გოცირიძე

0
747
28 Views

“ენმ”–ის წევრი, მეგი გოცირიძე:

“მითხარი ვინ არის, შენი ამომრჩეველი და გეტყვი ვინ ხარ შენ !
იცით, რატომ უნდა მართოს ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყანა?
რატომ უნდა იმსახურონ ნაციონალური მოძრაობის იდეის მხარდამჭერებმა საჯარო სამსახურებში?
იმიტომ , რომ მათ არ მისცა საკუთარმა ინტელექტმა , ჭკუამ და გონებამ იმისი საშუალება, რომ დაეჯერებინათ ცოცხი, რაფალიანცი, ყოველი დაკლული ქათმის ერთი ბარკალი , მიშასთან რომ მიდიოდა, ბენზინიდან ერთი ლარი, წარმოუდგენელი სისულელე იყო უფასო ფულის დარიგება და კომერციული ბანკების იძულება , გრძელვადიანი და იაფი კრედიტის გაცემა, სრული აფსურდი იყო კომუნალურების განახევრება და სალარო აპარატების გაუქმება, წარმოუდგენელი სისულელე იყო ის, რომ კეთილსინდისიერი მყიდველისთვის წაერთმიათ ქონება და ამ გზით აღედგინათ ე.წ. სამართლიანობა, სრული კრეტინიზმი იყო იმის წარმოდგენა, რომ ერთუჯრედიან ოხლოკრატებს შეეძლოთ ქვეყნის განვითარება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ ….
მიშას იდეის მხარდამჭერთა გარდა, კრემლმა მოატყუა ყველა, ვისი გაბრიყვებაც შეძლო და იყიდა ყველა, ვისი ყიდვაც შეიძლებოდა…”

Cesko