არ მჯერა, რომ სააკაშვილი არაჟანთან ერთად ჩამოვიდა… მოხდა გარიგება… გადაუღეს ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში და შემდეგ გაყიდეს ეს კადრები” – მოროშკინა სააკაშვილზე

May 3, 16:44
0
132

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, “ალტ–ინფოსთან” ამბობს:

“სააკაშვილი რატომ არის დღეს საქართველოში? – ვფიქრობ გამოგონილი ამბავი იყო საზოგადოებისთვის, როგორ ჩამოყვა ის არაჟნის მანქანას, არ მჯერა ამისი, მე შემიძლია ლოგიკური აზროვნება – რამოდენიმე დღით ადრე მისი ბიძა, თემურ ალასანია იყო საქართველოში ჩამოსული და რა თქმა უნდა, მოხდა მორიგება.. ვინმეს თუ ჰგონია, კიევიდან, არაჟანთან ერთად ჩამოვიდა სააკაშვილი, ეს დიდი გულუბრყვილობაა, მე ამის არ მჯერა და ჩემი კონსტიუტუციური უფლებაა, რაღაცეები არ დავიჯერო.

რამოდენიმე დღით ადრე იყო ჩამოსული ალასანია, რა თქმა უნდა მოხდა დალაპარაკება, რომ სადღაც უნდა ყოფილიყო გადამალული სააკაშვილი. მე ზუსტად ვიცი ადეიშვილის დამოკიდებულება სააკაშვილისადმი, რომ ის არის ადამიანი, რომელიც შეიძლება… როდესაც რაღაცა გაჟღარუნდება იარაღი, გორის კარები არ უნდა განმეორებულიყო… სააკაშვილი როლი ამ ყველაფერში არ ჯდებოდა, სულ რომ დადგმითი ნაწილი ყოფილიყო, ის თავის თავს გაყიდდა… ხომ შეიძლებოდა მართლა ყოფილიყო გასროლა და არ უნდოდათ იმ კადრების გამეორება, რაც უკვე გორში იყო… მისი ფსიქიკა არ არის მზად ასეთი რყვებისთვის.

მე ძალიან გულნატკები ვიყავი იმ ტელეკომპანიაზე, იმ კადრებისთვის, როდესაც სააკაშვილი ჰალსტუხს ღეჭავს. მე მესმის, ადამიანს გულწრფელად შეეშინდა, რომ ახლა თბილისის თავზე ბომბდამშენებია და მოხდება ქვეყნის დანგრევა – მესმის მისი შიშის და ჰალსტუხის ღეჭვის… როგორც ჩანს, ასეთი კადრების დანახვა არ უნდოდათ განმეორებით. მე ძალიან ნაწყენი ვიყავი კოლეგებზე, ჟურნალისტებმზე, რომლებმაც გადაუღეს ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში და შემდეგ გაყიდეს ეს კადრები, ესენი არიან მეგობრულად განწყობილი სააკაშვილის მიმართ? მე ნამდვილად არ მივცემდი ამ კადრებს ფართო საზოგადოებისთვის და ნამუს შევუნახავდი ქვეყნის პირველ პირს. ყველაფერი ხდება, რაღაცა შეეშალა… მე გულით მინდა საქართველოს პრეზიდენტებს კარგი ისტორია ჰქონდეს – გულით მინდა… კი, იყო შეცდომები, გადაცდომები, მაგრამ კარგიც იყო… ჩემთვის ეს ყველაზე დიდი პრობლემა არ არის, ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ის დღის წესრიგს კარნახობს მთელ ქვეყანას. რატომ არ ხდება ცენზურა, გაფილტვრა მასალების და რატომაა წარმოდგენილი ყველა ტელევიზიაში პირველ სიუჟეტად ყოფილი პრეზიდნეტის ამბავი? ნუთუ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება ქვეყანაში?”

Cesko