ნანუკა ჟორჟოლიანი მიწასთან გაასწორეს: „ასეთი ბნელი ადამიანების დამსახურებაა, რომ ფიქრობენ, თითქოს ეტლით მოსარგებლეები მცენარეები ვართ…“

0
737
31 Views

12 წელია რაც ეტლით მოსარგებლე გავხდი. თავდაპირველად ეტლში ჩაჯდომა ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. მეგონა, რომ ცხოვრება დამთავრდა და იმ წუთიდან უკვე აღარაფერს არ ექნებოდა აზრი… და ეს ყველაფერი “დამსახურება” იყო, აი, ასეთი გაუნათლებელი და ბნელი ადამიანების. ადამიანების, რომლებიც ამ საუკუნეშიც ფიქრობენ, რომ ეტლით მოსარგებლე ადამაინები მცენარეები და უსარგებლოები ვართ, – ასე ეხმიანება ეტლით მოსარგებლე მარიკო კობახიძე ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის შეფასებას.

„ასეთი ადამინები დღეს გამოდიან ტელევიზორებში და ჭკუას გვარიგებენ. ახლა ამის გამრთლებასა და დაცვას ვინც დაიწყებთ, თავდაპირველად კორექტულად გთხოვთ, რომ წამშალოთ თქვენი მეგობრების სიიდან და არც კი გაბედოთ ჩემს კედელზე რაიმე გამამართლებელი სიტყვების დაბრეხვება!“ – დაწერა მარიკო კობახიძემ.

ცნობისთვის, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანიას შეფასებით, მსჯავრდებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თუ დაჭირდება ეტლი, ის იქნება მცენარე და მისი ცხოვრება აზრს დაკარგავს.

Cesko