თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა ერთმანეთს და ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ძალიან გაუმართლა, რადგან მის გვერდით ცნობილი ექიმი, არჩილ მარშანია აღმოჩნდა.
„როგორ უნდა გაგიმართლოს და მძიმე ავარიის დროს ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი და ადამიანი აღმოჩნდეს შენ გვერდით, გაჩერებულ გულს გიმუშავებდეს და სამშვიდობოს გადასცემდეს შენს თავს სასწრაფო ბრიგადას… როგორ ვამაყობ მსგავსი ადამიანებით და მით უფრო, თუ ჩემი გულშემატკივარი და მეგობარია. მახსოვს, ძალით მიმიყვანა თავის ტრენინგზე, ე, გოგო, მოდი, გასწავლი პირველად დახმარებას, შვილების დედა ხარ, არ იცი, ვისთან რა და როგორ გამოგადგებაო… მადლობა, რომ დამაძალე და ვფიქრობ, ისევ ხომ არ გავიმეოროთ… იმედია, ეს სიფრიფანა, სინაზე გოგო მალე გამოკეთდება. ბოდიში, ფოტო მძიმეა, ვდებ იმიტომ, რომ ნათლად დაინახოთ, რა შეუძლია სიკეთეს“, – წერს სოფიო ლაზარია.