“თურქეთი ფულს აკეთებს იმ დროს, როდესაც უკრაინელები რუსეთთან ომში სისხლს ღვრიან”- ზელენსკი 

0
837
49 Views

თურქეთი ფულს აკეთებს იმ დროს, როდესაც უკრაინელები რუსეთთან ომში სისხლს ღვრიან, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ოფიციალური ანკარა რუსებისთვის ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნის გამო გააკრიტიკა.

ბერძნულ EPT News-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თურქეთი, ერთი მხრივ, შუამავალია მოლაპარაკებებში და უკრაინას მნიშვნელოვანი ნაბიჯებით უჭერს მხარს, ხოლო მეორე მხრივ, რუსი ტურისტებისთვის რამდენიმე ტურისტულ მარშრუტს ამზადებს.

„ერთი მხრივ, თურქეთი შუამავალია და უკრაინას მნიშვნელოვანი ნაბიჯებით უჭერს მხარს. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ტურისტული მარშრუტების მომზადებას სპეციალურად რუსული ტურიზმისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ თუ თურქეთსა და უკრაინას სურთ მეგობრული ურთიერთობა და ამაზე საუბარი აუცილებელია.

„განსაკუთრებით რუსული ტურიზმისთვის. ამას ჩვენც ვხედავთ. მე, როგორც პრეზიდენტმა, თუ გვინდა მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს, უნდა ვთქვა, რომ ეს შეუძლებელია, ეს ორმაგი სტანდარტებია. მიმაჩნია, რომ ასე არ შეიძლება, რადგან არჩევანი უნდა გააკეთო – ან მხარი დაუჭირო სიმართლეს, ან არა“, – განაცხადა მან.

Cesko