“ის უძლურია იდეოლოგიით გამოთაყვანებული და სიშლეგის დონემდე მისული ერთუჯრედიანი ხალხის ქცევის აღსაწერად”

0
459
24 Views

“იქ, სადაც სხვადასხვა ცხოვრებისულ სიტუაციებში
ადამიანები ურთიერთშეხებაში მოდიან (ეკონომიკურ,
პოლიტიკურ თუ უბრალოდ, ყოფით სიტუაციებში),
ყოველთვის ადგილი აქვს იმას, რასაც მეცნიერულ ენაზე
“თ ა მ ა შ ი” ჰქვია. ამ მრავალფეროვნების აღსაწერად მე-20
საუკუნის 40-იანი წლების შუა პერიოდში ერთ-ერთმა გამორჩეულმა მათემატიკოსმა საუკუნისა ფონ ნეიმანმა და ეკონომისტმა მორგენშტერნმა, ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიის მოთხოვნებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, შექმნეს თამაშების მათემატიკური თეორია. ეს მართლაც უნივერსალური საშუალებაა მრავალ რთულ საკითხზე პასუხის მისაღებად. კერძოდ, ის, რომ ბირთვული იარაღის მფლობელ ქვეყნებს შორის რაციონალურია შეკავებისა და გაწონასწორების პოლიტიკა და არა ბირთვული იარაღის გამოყენება (თუგინდ მცირე მასშტაბებითაც კი), სწორედ
თამაშების თეორიის ორმა სპეციალისტმა – მათემატიკოსებმა დაამტკიცეს მკაცრად და პოლიტიკოსებმა გაიზიარეს ეს შედეგი (რისთვისაც ნობელის პრემიაც მიიღეს)!
მაგრამ…
თამაშების თეორიას შეუძლია შედეგი დადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები რაციონალურად მოქმედებენ!
რაციონალურად!
ნებისმიერ რთულ მდგომარეობაში!
თამაშების თეორია უძლურია სიყვარულით ტვინგახულებული ადამიანის ქცევის აღსაწერად!
თამაშების თეორია ასევე უძლურია იდეოლოგიით გამოთაყვანებული და სიშლეგის დონემდე მისული ერთუჯრედიანი ხალხის ქცევის აღსაწერად, 
იმ პოლიტიკის აღსაწერად, სადაც გადაწყვეტილებას იდეოლოგიითა და ორიენტაციებით გამოთაყვანებული ადამიანები იღებენ: სიტუაცია უფრო რთულია, თუ გადაწყვეტილებას ორიენტირებული იდეოლოგიზირებული მარიონეტები იღებენ!
ამდენად,
ნებისმიერ რთულ სიტუაციაში არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლოა როგორც კონკრეტული ადამიანისათვის, ისე ადამიანთა დიდი ჯგუფებისათვისა და მთლიანობაში, სახელმწიფოსათვის, მაგრამ აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანები რაციონალურად მოქმედებდნენ!
რაციონალურად!
გასაგებია?!”

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი

 

Cesko