“ეს არის ქართული სახელმწიფოს განადგურების მცდელობა”- დავით მაღრაძე

0
688
27 Views

შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში შედის, ისევ დავერიოთ ერთმანეთს ქართველები, აფხაზები და ოსები. ეს არის ქართული სახელმწიფოს განადგურების მცდელობა. მე ამას ასე აღვიქვამ, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„Საქართველოს მოსახლეობას აფხაზებთან და ოსებთან ომი არ უნდა. ეს მაშინაც რუსეთის მიერ პროვოცირებული ომი იყო. ისტორიულად, ჩვენ ამდენი საუკუნე ერთად მოვედით. ამ ერთი კულტურული სივრცის წიაღში ვცხოვრობდით, შერეული ქორწინებებით და აქ საფუძველი არ იყო იმისა, რომ ასეთი ბზარები გაჩენილიყო და რომ ასეთ სისხლისმღვრელ ბრძოლებში გადაიზრდებოდა. სამწუხაროდ, ეს მოხადა. ახლა იმის ნაცვლად, რომ ამ ურთიერთობების აღდგენაზე გვქონდეს მთელი ყურადღება მობილიზებული ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც, როგორ აღვადგინოთ ჩვენი საუკუნეობრივი, კულტურული ურთიერთ თანაცხოვრება ერთ სახელმწიფოში ჩვენ, აფხაზებმაც და ოსებმაც, ამის ნაცვლად, შესაძლოა, ვიღაცის ინტერესში შედის, ისევ დავერიოთ ერთმანეთს ქართველები, აფხაზები და ოსები, ეს არის ქართული სახელმწიფოს განადგურების მცდელობა. მე ამას ასე აღვიქვამ“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

Cesko