38 Views
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მეგი გოცირიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა და მის 5000-მდე მეგობარს მიმართა, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციაზე გასულიყვნენ და იუსტიციის სამინისტროსთან კარვები “დაეცათ”.
პოსტის ბოლოს მეგი გოცირიძემ დაწერა, რომ არ ჰქონდა დიდი გამოხმაურების მოლოდინი, რაც გამართლდა კიდეც და მის მოწოდებას მხოლოდ 175-მდე ადამიანის “ლაიქი” და რამდენიმე თანხმობა ჰქონდა, რაზეც გოცირიძემ დაწერა: “ათი კაცი ვერ შევგროვდით და რა გინდა ქნა?”