28 Views
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, 8 მილიარდი აშშ დოლარი უკვე გამოყო.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას მეტად აძლიერებენ.
„დღემდე ნატოს მოკავშირეებმა აღთქმა დადეს, რომ უკრაინისთვის სულ მცირე 8 მილიარდი დოლარის სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყონ. ჩვენ ვხედავთ უკრაინისადმი მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას“, – თქვა სტოლტენბერგმა.