“ასეთი არხეინი საქართველო ისტორიას არ ახსოვს – ,,გაბრწყინების” საწინდარია …” – გურამ ქართველიშვილი

0
513
30 Views

— უკრაინის ხვალე… —

სერიოზული პოლიტოლოგები და მაღალი რანგის პოლიტიკოსები უკვე აღარ მალავენ საუბრებში რომ უკრაინა როგორც სახელმწოფო არსებობას შეწყვეტს ომის დასრულების შემდეგ.

მართალია საქართველოსი არ იყოს უკრაინაც მოჩვენებითი სახელმწიფოა უკვე დიდი ხანია დასავლეთის ხელში, მაგრამ მაინც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ითვლება.

რუსეთის აწინდელ გეგმებში უკრაინა ასეთი სახით აღარ მოიაზრება. დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რასპუბლიკებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებაზე. მალე უკრაინის შავი ზღვის სანაპიროც ასევე მოიქცევა და ,,კიევის რუსეთის” დედა რუსეთთან ჩახუტების ზეიმსაც ვიხილავთ. რეალობიდან გამომდინარე კი უკვე დაუჯერებელია რომ რუსეთს დღეს ამ გეგმის განხორციელებაში რამე ძალა შეუშლის ხელს. ის უკან არ დაიხევს რადგან ამ ომის წარმატებით დასრულება მისი არსებობისთვისაა სასიცოცხლოდ აუცილებელი.

ამიტომ, საქართველოს გეოპოლიტიკური ბედიც გადაწყვეტილია, რადგან როგორც კი უკრაინის ომი დასრულდება, საქართველო გეოგრაფიულადაც მოექცევა რუსული გავლენის არეალში. ეს რეალობაა ქართველებო და ახლა თავის მოტყუების, ან ,,ლიბერასტულ-სვეცკური” კრიახის დრო არ არის. არადა ვიცი რომ ამ წერილის წამკითხველთა უმრავლესობა გაიცინებს მის შინაარსზე. არც მიკვირს ისეა ტელევიზიებისგან და ,,ფეიკებისგან” საზოგადოების ტვინი გარეცხილი.
უკრაინა როგორც სახელმწიფო დღეებს ითვლის, ხოლო ასეთ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმს რაც მოყვება ჩვენი ქვეყნისთვის, (და არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის) იმის ვარაუდს აღარ დავწერ. არ მინდა სიცილი დამაყაროს ,,საბედნიერეთმა”. აჯობებს თვითონ დარწმუნდნენ იმაში რასაც ვწერ.
ასეთი არხეინი საქართველო ისტორიას არ ახსოვს….
,,გაბრწყინების” საწინდარია ?
გ.ქ.

გურამ ქართველიშვილი, კინორეჟისორი; სოციალური ქსელი

Cesko