28 Views
ლონდონში ქალი საკუთარ კატაზე დაქორწინდა. ამის შესახებ Metro წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 49 წლის დებორა ჰოჯი და მისი ოთხფეხა მეგობარი ინდია ქალის მეგობარმა შეაუღლა. ამასთან, დებორა ამბობს, რომ მის უჩვეულო საქციელს სავსებით ლოგიკური ახსნა აქვს. კერძოდ, წლების განმავლობაში ის სხვადასხვა ბინაში ცხოვრობდა, რომელთა მფლობელებიც სახლებში შინაური ცხოველების შეშვების წინააღმდეგები იყვნენ. ამიტომ, ქალს 2 ძაღლისა და 1 კატის გასხვისება მოუწია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გასახლება ემუქრებოდა.
დებორა მიიჩნევს, რომ ინდიასთან ქორწინება მის მომავალ ბინათმფლობელებს დაარწმუნებს იმაში, რომ ქალსა და კატას შორის ძლიერი კავშირია და მათი დაშორება არ შეიძლება.