“ზელენსკიმ დაამთავრა უკრაინის სახელმწიფოებრიობა: რუსეთი წაიღებს მთელ შავიზღვისპირეთს აზოვისა და შუა უკრაინის ჩათვლით” – კაკო სვანიძე

April 27, 19:59
0
469

უკრაინის შესახებ ბევრჯერ გამოვთქვი ჩემი მოსაზრება , ზელენსკის მისამართითაც . გავმეორდები, მან დაამთავრა უკრაინის სახელმწიფოებრიობა ……

მაგრამ ეს მარტო უკრაინის პრობლემა აღარ იქნება …ეს იქნება , უპირველეს ყოვლისა ჩვენი , და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების. ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაც .
ეხლა ის გამუდმებული მენტორული ტონი რაც ზელენსკისა და მისი გარემოცვისგან მოდის ჩვენზე,  უკვე აშკარად არამეგობრული და საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის. მით უფრო საერთო იდეოლოგიის მხარდამჭერები აქ ჩვენთან ბევრი მოეპოვება . შესთავაზა რა თავიდან შტატებმა ნეიტრალური სტატუსის მიღება რაც მაშინ შესაძლებელი იყო და დღეს რომც მოინდომონ უკრაინამ ,ამერიკამ, ევროკავშირთან ერთად აბსოლუტურად გამორიცხულია . რუსეთი ამხელა მსხვერპლის და ეკონომიური კრიზისის ფონზე ნამდვილად არ დათანხმდება ნეიტრალიტეტს . ის წაიღებს მთელ შავიზღვისპირეთს აზოვისა და შუა უკრაინის ჩათვლით . ამხელა მსხვერპლსა და ეკონომიკურ ნგრევას განიცდის უკრაინა. დანგრეული ქალაქები ათასობით მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში მთლიანად ჩამოშლილი ინფრასტრუქტურა . ამ ყველაფრის ჯაჭვური რეაქციის , შესაძლო გავრცელების დიდი ალბათობა ევროკავშირის უკრაინასთან მოსაზღვრე ქვეყნებშიც არის შესაძლებელი , მათი ჩარევის შემთხვევაში ,(და დიდია ალბათობა მათი ჩარევის …. პოლონეთის , რუმინეთისა და უნგრეთის ) რაც უკრაინის მთლიან დაყოფა დაქუცმაცებას გამოიწვევს .
ყველაფერი კეთდება უკრაინის მხრიდან რომ ჩვენც ჩართული ვიყოთ ამ ომში . ჩვენი სახელმწიფო გვერდში უდგას უკრაინის სახემწიფოსა და უკრაინელ ხალხს როგორც საერთაშორისო ისე ეკონომიური თვალსაზრისით . რაღაც არ მახსოვს უკრაინას სანქციები დაეწესებინოს რუსეთისთვის 2008 ში და არც ჩვენ მოგვითხოვია ეგ .
მოდი ჯერ თვითონ დაუწესოს და შეაჩეროს გაზის ექსპორტი და მერე ჩვენ მოგვთხოვოს . გამიგრძელდა ,
მოდი რა ზელენსკი იდი ნა@უი პუტინთან ერთად . თქვენს პოლიტიკურ ამბიციებს ეწირება უკრანელი და რუსი ხალხი , ერთი ერი ხართ , ერთი ფესვით და თქვენ გაერკვიეთ ერთმანეთში , ოღონდ უჩვენოდ …..

კაკო სვანიძე; აფხაზეთის ომის ვეტერანი

Cesko