სისხლი აღარასდროს დაიღვრება ამ ქვეყანაში – წულუკიანი არესტოვიჩის განცხადებაზე

0
349
27 Views

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის “ამერიკის ხმასთან” ნათქვამს იმის შესახებ, რომ “საქართველოს მთავრობას აქვს ისტორიული შესაძლებლობა დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი” ასე პასუხობს:

“რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ისტორიული შანსი, დაიკავოს და შევიდეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ ომგამოვლილი თაობა ვართ, ჩემი თაობის ჩათვლით, ამას ყოველთვის სჭირდება ხაზგასმა. ჩვენ არ დავუშვებთ ომს და მე, როგორც ამ ქვეყნის და ჩემი კუთხის შვილი, ვთვლი, რომ საკმარისია ის ქართული, აფხაზური და ოსური სისხლი, რომელიც დაიღვარა და ასეთი სისხლი აღარასდროს დაიღვრება ამ ქვეყანაში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ, მაგრამ ამის წინაპირობა იქნება არა ვინმეს დაღვრილი სისხლი, არამედ ერთმანეთისადმი გაწვდილი ხელი, კვლავ დამეგობრება და იმ გზაზე დადგომა, რომელიც ჩვენ ისტორიულად ერთმანეთთან გვაკავშირებდა. ამიტომაც მესმის მათი გაწბილება და არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინული მხრიდან ეს განცხადებები კიდევ უფრო აგრესიული გახდეს. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ქვეყანა გვაბარია და ამ ქვეყანას უნდა მივხედოთ მშვიდობიან, სტაბილურ პირობებში”, – აცხადებს წულუკიანი.

Cesko