25 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ზურა მახარაძე აღარ არის “ალტ-ინფოს” პარტიის თავმჯდომარე და “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე ის მისმა თანაგუნდელმა გიორგი ქარდავამ შეცვალა.
ზურა მახარაძე, რომელიც მარტის შუა რიცხვების შემდეგ არ ჩანს, 26 აპრილს, ალტ-ინფოს ეთერში გამოჩნდა და განაცხადა:
“მედიებმა აიტაცეს და ამბობდნენ მოსკოვში [წავიდაო]. ნუ, რავი, თუ გადავწყვეტთ მოსკოვში წასვლას, ვიტყვით – რავი, რა პრობლემაა?.. ფაქტია, რომ აქ ვარ და აქ ვიყავი, საზღვრის კვეთა შეუძლიათ გადაამოწმონ…
ვიცი, ჩვენს მხარდამჭერებსაც აინტერესებთ. მთელი აღდგომის მარხვა მე ვიყავი მონასტერში, რეალურად, ძალიან მჭირდებოდა ეგ თემა, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი იყო პირადად ჩემთვის. ჯერ მამაჩემი გარდაიცვალა, შემდეგ ჩემი არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე ოჯახი დამენგრა, რასაც ახლაც ძალიან ვნანობ. ამ რთული პერიოდის დროს ბიჭებს [თანაპარტიელებს] ვთხოვე, ფაქტობრივად, გადამეფარნენ, ძალიან მძიმე პერიოდში მეც მომიწია წასვლა…”