ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხდება. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
“კურიერმა” ინფორმაციის გადამოწმება პირადად გიორგი მარგველაშვილთან სცადა, თუმცა მან ამ ეტაპზე კამერის წინ გამოჩენა არ ისურვა, სატელეფონო კომენტარში კი ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა. ყოფილმა პრეზიდენტმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე – აპირებს თუ არა ის სათავეში ჩაუდგეს მიხეილ სააკაშვილის პარტიას.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად 15 აპრილს კიევში გამოჩნდა, მანამდე კი, გავრცელებული ინფორმაციით, მათ შეხვედრა ჰქონდათ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან.
კიევში ვიზიტის კომენტირებისას, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ჩასვლა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით გადაწყვიტეს.
წყარო: რუსთავი 2