33 Views
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა
“ინფორ რუსთავის” ცნობით, ცოლ-ქმარი, რომელიც შვილის საფლავინდან ბრუნდებოდა ავარიაში მოჰყვა. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
,,საწყლებს შვილი შარშან დაეღუპათ. გამწარებული მშობლები იყვნენ. უკვე ბინდდნებოდა, სახლში რომ ბრუნდებოდნენ. სასაფლაოდან რომ წამოსულან, სწრაფად მომავალი მანქანა დაეჯახა. თანაც ისეთი სისწრაფით, რომ მანქანიდან მათი ამოყვანა გაუჭირდათ. სავარაუდოდ, იმ ავტომობილის მძღოლი ნასვამი იყო” – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.