“არადა, ერთი სიკვდილი გაათავა, მაინც მაჯობა ღარიბაშვილმა და რა მეშველებაო…” – ვახო სანაია

0
734
32 Views

“ღარიბაშვილს ქართველოლოგიაში ლექცია რომ უნდა წაეკითხა, ეგ ამბავი, როგორც ჩანს, გადაიდო. ახლა იტყვის, კითხვარს ვავსებო. შესაბამისად, გარეჯის ამბავი გადაწეულია კიდევ უფრო გაურკვეველი ვადით, რადგან ჯერ ქართველოლოგიის ლექცია უწევს. თუმცა ლექციის წაკითხვის შემდეგაც არაფერია გარანტირებული გარეჯზე – არის შანსი ვერ მოგვარდეს. ალიევს კარგად შეუსწავლია ღარიბაშვილის მიერ რუსეთიდან სპეცოპერაციის გზით ჩამოტანილი რუკები, ყარაბაღის ამბების მერე მთლიანად ამაზეაო გადართული, ცდილობს ღარიბაშვილს თავისივე რუკებით მოუგოსო. უპოვია კიდეც ზოგიერთი სუსტი წერტილი რუკებზე, ვიდრე დავით ხიდაშელი ახალ მიწებს იფორმებდა საქართველოში. არადა თავიდან ამ რუკების ამბავი რომ გაიგო, ერთი სიკვდილი გაათავა, მაინც მაჯობა ღარიბაშვილმა და რა მეშველებაო.
ერთი სიტყვით, არ გამოვრიცხავ, მხოლოდ ძალდატანებით შევსებული კითხვარი და კეთილი ნებით ჩატარებული ლექცია გვაკმარონ და გარეჯი საერთოდ გააქრონ სიიდან, როგორც ესებუას შემთხვევაში მოხდა – საკითხი ნუსხიდან ამოიღეს და ცალკე სიაში გადაიტანეს – გომელაურის სიაში.”

ჟურნალისტი, ვახო სანაია; სოციალური ქსელი

Cesko