ახლა ვფიქრობდი:
ერთ მილიონ რუსს უძრავი ქონება აქვს შეძენილი ბრიტანეთში, ძირითადად ლონდონში!
რა დონის პროვინცილიზმია,
რა დონის უპატივცემულობაა საკუთარი ქვეყნისა! უკიდეგანო ქვეყანა გაქვს, შესანიშნავი ადგილებიც მრავლადაა, ადექი და შეძლებისდაგვარად ბაღნარად აქციე ის ადგილები, სადაც იცხოვრებ, სად გარბიხარ, რისთვის?!
რისთვის?!
სახელმწიფო რომ ძარცვა-გლეჯვით გაგროვებინებს
ზღაპრულ ქონებას, როცა თავად იცი, რა ბანდიტი და
მძარცველი ხარ, რა დონის კორუმპირებული, ალბათ,
ეს თუ მიარბენინებთ საკუთარი ქვეყნიდან, თორემ რა
ახსნა შეიძლება ჰქონდეს?!
ფანტასტიკური სიმდიდრის ქვეყანა, ძალიან ნიჭიერი ხალხით, მძარცველი და საკუთარი ქვეყნის მოძულე პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტების გადამკიდე, სტაბილური განვითარების ტრაექტორიაზე ვერ გასულა!
მაგრამ ახლა უკვე ბოლო ზღვარზე არიან:
ან ძლიერ სწორად აგებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებიან კორუფციისა და კრიმინალის გარეშე,
საღი და გამართული ინსტიტუტებით, ანდა ადრე თუ გვიან, სრულად მოიტეხენ კისერს!
ერთ მილიონ რუსს უძრავი ქონება აქვს შეძენილი ბრიტანეთში, ძირითადად ლონდონში! რა დონის პროვინცილიზმია, რა დონის უპატივცემულობაა საკუთარი ქვეყნისა!… – დემურ გიორხელიძე
45 Views