„სჯობს, ისევ ომი გაგრძელდეს, ვიდრე პანდემია თავიდან ჩაირთოს…“ – ცაგარელის კიდევ ერთი სკანდალური განცხადება და პროგნოზი

0
586
37 Views

ასტროლოგის მიხეილ ცაგარელის თქმით, 30 აპრილიდან უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება, რადგან ამ დროს გაირკვევა თუ როგორ წარიმართება ომი.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, დაბნელების შემდეგ პერიოდში ბევრი რამ გაირკვევა, იმიტომ, რომ დაბნელება ხდება უკრაინის ზოდიაქოში, ანუ კუროში მზის 30-ში და ამის შემდეგ უკვე 16 მაისამდე, სანამ შემდეგი დაბნელება მოვა ამ პერიოდში იქნება ძალიან ბევრი რამ გადაწყვეტილი შემდეგ როგორ წავა უკრაინის პერსპექტივები დაიშლება თუ არ დაიშლება თუ საერთოდ რა ტენდენციები შეექმნება.

ვფიქრობ, პროცესი ხანგრძლივია. სხვათა შორის, ყველას სჯობს, რომ ისევ ომი გაგრძელდეს, ვიდრე პანდემია თავიდან ჩაირთოს, პანდემიის მამამთავრები ჯანმო და ა.შ. ცოტა გამოიყვანა წონასწორობიდან იმიტომ, რომ მათი ძალაუფლება დაკნინდა, ახლა არავის არ სცალია ვირუსისთვის“, – განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

Cesko