CNN: ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის მოგების რეალური შესაძლებლობა აქვს

April 22, 19:13
0
487

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის მოგების რეალური შესაძლებლობა აქვს და შექმნილ სიტუაციას არაპროგნოზირებადი უწოდა.

ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს უზარმაზარი ჯარი ჰყავს, თუმცა დასძინა:

მას [პუტინს] ძალიან რთული პოლიტიკური პოზიცია აქვს, რადგან მან კატასტროფული შეცდომა დაუშვა. ერთადერთი ვარიანტი, რომელიც მას ახლა ნამდვილად აქვს, არის ის, რომ განაგრძოს თავისი შემზარავი, გამანადგურებელი მიდგომის გამოყენება, რომელსაც წინ უძღვის არტილერია. ის ახლა ძალიან ახლოს არის მარიუპოლში სახმელეთო ხიდის მოპოვებასთან. ვშიშობ, სიტუაცია ამ ეტაპზე არაპროგნოზირებადია. ჩვენ უბრალოდ რეალისტები უნდა ვიყოთ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლონდონი განიხილავს პოლონეთში ტანკების გაგზავნას, რადგან პოლონელები თავიანთ T-72-ების ნაწილს უკრაინას გადასცემენ.

„ჩვენ უნდა გადავხედოთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური სანქციების გაძლიერება და ასევე უნდა ჩამოვაყალიბოთ უკრაინის მომავლის ხედვა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში“, – აღნიშნა მან.

Cesko