“არახამია და ზელენსკი იგივე მტერია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც სააკაშვილი” – თეა ბარნაბიშვილი

0
510
36 Views

?უკრაინის მართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს,რომ იგი შეგნებულად არ დაესწრო საქართველოდან ჩასულ სამთავრობო დელაგეციასთან შეხვედრას,რადგან ვერანაირ აზრს ვერ ხედავდა..სამაგიეროდ, დიდი სიამოვნებით შეხვდა ოპოზიციონერებს საქართველოდან, რადგან მათი აზრები და ხედვები ერთმანეთს ემთხვევა…
არახამია აცხადებს,რომ სამთავრობო დელეგაცია მხოლოდ ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად და ერთი-ორი გასამხნევებელი სიტყვის სათქმელად იყო ჩასული…იგი ასევე მოითხოვს სააკაშვილის გადაცემას უკრაინისთვის….მე დარწმუნებული ვარ,რომ რასაც არახამია აცხადებს,იგივეს ფიქრობს ზელენსკიც…
საქართველოს მთავრობა❗❗
მე თავიდანვე ვიყავი წინააღმდეგი სამთავრობო დელეგაციის ჩასვლის უკრაინაში,რადგან ვხედავდი და ვხედავ ,რომ ზელენსკიც და მისი ხელის ბიჭებიც არახამიას ჩათვლით, არიან ანტიპატიით განწყობილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ვხედავ, რომ არც აპირებენ აზრის შეცვლას ჩვენი მისამართით…როგორც ძაღლის კუდი ვერ გასწორდება,ისე ზელენსკის ხელისუფლება არ შეიცვლის აზრს ქართული ხელისუფლების მიმართ…
არც კი მიცდია “გამეპრავებინა” წასვლა სამთავრობო დელეგაციის უკრაინაში, რადგან ეს იგივე იქნებოდა რაც გადაფურთხებულის ალოკვა…ხომ არ ჯობია ჩვენო ხელისუფლებავ,რომ გადაწყვეტილებების მიღებისას, უფრო პრინციპულები,უფრო მკაცრები და უფრო დაფიქრებულები იყოთ…ნუ მოექცევით ვიღაცეების გავლენის ქვეშ და ნუ დაემონებით ევროპას და ამერიკას…ნუ გახდებით სხვისი სამართავები..იქნებ ჯობდეს,რომ საკუთარი ტვინით იაზროვნოთ და არა ლიბერალების დაკვეთით…მგონი დროა, დაიწყოთ კონსულტაციები და გამოიწვიოთ საქართველოს ელჩი უკრაინიდან…საკმარისად გადავყეთ ზედ უკრაინელებს და მგონი დროა მიხვდნენ,რომ ჩვენც გაგვაჩნია ჩვენი პრინციპები და რაც მთავარია თავმოყვარეობა…მგონი დროა დაფიქრდეთ და საღად იაზროვნოთ…

თეა ბარნაბიშვილი; სოციალური ქსელი

Cesko