„კოშკში შესვლა უნდათ თურმე, კიდევ რა გინდათ… სა­ნამ თავი არ გა­გი­ხეთ­ქა ხალ­ხმა, ჯო­ბია ენა და­ი­მოკ­ლო” – მანანა არჩვაძე სკანდალურ მიმართვას ავრცელებს

April 21, 21:33
0
502

გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის ოჯახ­ში შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა. ცოტა ხნის წინ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას და მის მე­უღ­ლეს მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია კოლ­ხურ კოშკში დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, უცხო­ე­ლი ექი­მე­ბის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე ცოტ­ნეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის მშობ­ლი­ურ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა.

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია უკვე თვე­ე­ბია, რაც წე­რო­ვან­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფილ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, მას მე­უღ­ლე, ექი­მი ანა ჯა­ბა­უ­რი უვ­ლის

“იუ­თუბ­ზე” ვრცელ­დე­ბა მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას ვი­დეო, რო­მე­ლიც აპ­რილ­შია ჩა­წე­რი­ლი. ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრთან დგას და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძეს მი­მარ­თავს…

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია:

“ბა­ტო­ნო ჯუ­ან­შერ, არა­ერ­თხელ მოგ­მარ­თეთ, რომ და­მიშ­ვათ ჩემს შვილ­თან. მე ვარ მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა. სამი წე­ლი­წა­დია ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ჩემი შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევთ, რა ვი­ფიქ­რო თქვენ­ზე, არ ვიცი. სამი წე­ლია მი­ჯაჭ­ვუ­ლია სა­წოლს, მას არ აქვს აღ­ქმის უნა­რი. არა­ვი­თა­რი რეფ­ლექ­სე­ბი მას­ში არ არის და უკან იხევს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, არ უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა სა­თა­ნა­დო კლი­ნი­კა­ში. ეს მკურ­ნა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მე ვინ მა­კა­რებს ჩემს შვილს.

მა­შინ დედა ვი­ყა­ვი ხომ, რო­დე­საც ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას წამ­ყვა­ნი არ ჰყავ­და თურ­ქეთ­ში. ეს იყო 2019 წელს, ეს და­მოწ­მე­ბუ­ლიც არის თურ­ქი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ. შემ­დეგ მოხ­და მი­უ­ღე­ბე­ლი ფაქ­ტი, არ აწყობ­დათ დე­დის იქ ყოფ­ნა. ჩემი შვი­ლის ტე­რაქ­ტი არ იყო შემ­თხვე­ვი­თო­ბა, ამას წინ უძღო­და ჯა­შუ­შის მიგ­ზავ­ნა ცოტ­ნეს­თან. მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ, ეს ჩემს გარ­და ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­საც უთხრა. გაფრ­თხი­ლებთ, ჩემ ცოტ­ნეს თმის ღერი რომ ჩა­მო­ვარ­დეს, სხვაგ­ვა­რად შე­მო­გიბ­რუნ­დე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი.

გუ­შინ შედ­გა სა­სა­მარ­თლო, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა კოლ­ხურ კოშკს… თით­ქოს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ექი­მებ­მა გა­მო­უ­წე­რეს ახლა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მის­თვის ამ კოშკში დაბ­რუ­ნე­ბა. რო­მე­ლი ჭკუ­ა­თამ­ყო­ფე­ლი ექი­მი იტყვის, რომ ასე­თი მძი­მე ავად­მყო­ფი წა­იყ­ვა­ნეთ და ბუ­რძგლას ქუ­ჩა­ზე ამ­ყო­ფე­თო. თუ სახ­ლებ­ში იკურ­ნე­ბა ასე­თი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა, მა­შინ და­ხუ­რეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი. ამით რომ გა­მოს­წორ­დეს ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა, ოღონდ ის ფეხ­ზე დად­გეს, სულ დავ­ტო­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს.

იმ ქალ­მა (ანა ჯა­ბა­უ­რი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ახ­ლან­დე­ლი მე­უღ­ლე – ambebi.ge) თვი­თონ რომ მი­ი­კე­რა ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე­ო­ბა, წარ­მო­ად­გი­ნოს დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, რო­მელ მე­უღ­ლე­ო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. ეს ქალი, რო­მე­ლიც ორ­ჯერ არ იყო კოლ­ხურ კოშკში შე­სუ­ლი, ისე სა­უბ­რობს, რომ თით­ქოს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია მისი მა­მამ­თი­ლი იყო. თურ­მე ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია რო­გორც შევა კოლ­ხურ კოშკში, აე­ხი­ლე­ბა თვა­ლე­ბი და სა­უ­ბარს და­ი­წყებს.

სამი წე­ლია ჩემ შვილს ლუკ­მა არ ჩას­ვლია პირ­ში, დრე­ნა­ჟით მი­ე­წო­დე­ბა ფა­ფი­სე­ბუ­რი მასა. კოლ­ხურ კოშკში დრე­ნაჟს ამო­ი­ღებს და ლუკ­მე­ბის ჭა­მას და­ი­წყებს? ამ დე­და­კაცს, რო­მე­ლიც თქვენ აქ გა­ა­ფორ­მეთ და მე­ხუ­თე სამ­სა­ხუ­რი უბო­ძეთ, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბა, არა­ვინ დარ­ჩე­ბა ისე. სულ ტე­ლე­ფონ­ზე რომ კი­დი­ხარ, ქალო, გა­ი­გე რას ნიშ­ნავს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ბო­ტოქ­სე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში რომ გა­უ­კეთ­და ცოტ­ნეს, რად­გან კრუნ­ჩხვებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, და­ჭი­მუ­ლი ჰქონ­და კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მა. 15 ათა­სი ლა­რის ბო­ტოქ­სი გა­მო­ი­წე­რეს აქ და გა­უ­კე­თეს. ე.წ. მა­სა­ჟის­ტებ­მა რაც მო­უ­წყვეს, ეგეც სა­ხე­ზეა. არ შე­იძ­ლე­ბა ასე დატ­ვირ­თვა ორ­გა­ნიზ­მის. ცოტ­ნეს ჯერ მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა და რო­დე­საც ფეხ­ზე დად­გე­ბა, რეფ­ლექ­სე­ბი შე­საძ­ლოა მა­შინ აღუდ­გეს.

კოშკში შეს­ვლა უნ­დათ თურ­მე, კი­დევ რა გინ­დათ? – ეს თქვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი ექი­მი გიმ­რავ­ლოთ უფალ­მა. თურ­მე ის სახ­ლი, რო­მელ­შიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, მე გავ­ტე­ხე კარი, და­ვა­ზი­ა­ნე და ისე შევ­ვარ­დი. ჩემ სახ­ლში რაში მჭირ­დე­ბო­და რა­მის გა­ტეხ­ვა. შენ სა­ნამ თავი არ გა­გი­ხეთ­ქა ხალ­ხმა, ჯო­ბია ენა და­ი­მოკ­ლო. რომ გად­მო­გიგ­დია ენა და აჭარ­ტა­ლებ. მი­ხე­დე შენ წარ­მო­მავ­ლო­ბას. შენ რო­გორ მიკ­რძა­ლავ ჩემ სახ­ლში შეს­ვლას.

მე ასე­თი ად­ვი­ლი და­სა­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ქალი არ ვარ, კე-გე-ბემ ვე­რა­ფე­რი და­მაკ­ლო. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვერ მო­ე­რივ­ნენ და ტყვი­ე­ბით და წა­მე­ბით მო­მიკ­ლეს ქმა­რი. ასე აპი­რე­ბენ ახლა ცოტ­ნეს­თა­ნაც. რაც მოხ­დე­ბა იცო­დე, შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ა­ნად რა დღე­ში ჩა­ვარ­დე­ბი, ნა­ხავ… იმ დეს­პან­თან (კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია – ambebi.ge) ერ­თად კოლ­ხურ კოშკში რომ გინ­დათ. ჩემი მაზ­ლიო, ფო­ტო­ებს რომ აქ­ვეყ­ნებთ… ვერ შე­ვარ­დე­ბი ვერ­სად, იქი­და­ნაც გა­მო­ვარ­დე­ბი, სა­დაც ხარ შე­ვარ­დნი­ლი. მე მო­ვუ­წო­დებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, მათი მი­ზა­ნია ჩვე­ნი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბა, კერ­ძოდ, ჩემი და ცოტ­ნე და გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის. უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი სკო­ლის ასა­კი­დან, შე­ვარ­დნა­ძის მიერ დაფრ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ახლა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მხრი­დან დეს­პა­ნად გაგ­ზავ­ნი­ლი, გჭირ­დე­ბათ ამის­თვის. ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია მა­გი­სი გა­წი­რუ­ლია, ყო­ველ­თვის შუ­რით იყო აღვსი­ლი ცოტ­ნე­სა და გი­ორ­გის მი­მართ. ამ ქალს (ანა ჯა­ბა­ურს) კი­დევ ენა და­ა­მოკ­ლე­ბი­ნეთ. მე სად შე­ვალ და გა­მო­ვალ, მე კი ნუ მა­კონ­ტრო­ლებს, თვი­თონ ვის შე­უხ­ტა, იმა­ზე ილა­პა­რა­კოს. შებ­რძან­დით, ბა­ტო­ნო, ვი­კი­პე­დი­ა­ში და ნა­ხეთ, თქვე­ნი გვა­რის შე­სა­ხებ და ასე­ვე გა­ე­ცა­ნით რა არის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დრო ჯერ არ დამ­დგა­რა, კარ­გა ხანს არ და­უ­ყე­ნებთ ამ დღეს, ვიდ­რე მკვლე­ლე­ბის ხელ­ში იქ­ნე­ბა”..

წყარო: „ambebi.ge”

Cesko