“დასავლურობა” ფულის საკეთებელი წყარო გახდა – ის ცხოვრების წესია და არა ნაბო@არი ნეო-კომკავშირლებისა და ნეო-ბოლშევიკების უაზრო დეკლარაციები

0
481
30 Views

რატომ არის აშშ ძლიერი?!
რატომ მიაღწია დასავლურმა კულტურამ თავისი განვითარების კლასიკურ ეპოქაში საოცარ შედეგებს?!
არაერთხელ დავწერე ვრცლად, – ახლა მოკლედ მთავარზე:

“დასავლურმა კულტურამ პირველმა დააფასა და გაუფრთხილდა ადამიანს! პირველმა შეუქმნა ტალანტის მქონე ადამიანებსს ალტერნატივები და მათი შესაძლებლობები მეცნიერებასა და ტექნიკის სფეროში მიმართა. განათლებულობის მაღალმა დონემ + სახელმწიფო ინსტიტუტებმა და ზოგადად “თამაშის წესებმა,” ის გარემო შექმნა, რამაც შედეგი მოიტანა. პროდუქტიულმა შრომამ, ადამიანებს შორის ურთიერთობების მარეგულირებელმა უმაღლესმა ნორმებმა, თანხმობის საფუძველზე ჩამოყალიბებულმა, შედეგი მოიტანა.”
გასაგებია?!
p.s.
ახლა ერთი გამაგებინეთ, საქართველოში რანაირი “დასავლური ორიეტაციის” ხალხი ხართ, – მსგავს თემებზე ოდესმე გისაუბრიათ, ოდესმე რაიმე გაგიკეთებიათ ხელისუფლებებში ყოფნისას?!
დასავლური ორიენტაცია ცხოვრების წესია და არა ნაბოზარი ნეო-კომკავშირლებისა და ნეო-ბოლშევიკების უაზრო დეკლარაციები და ყელყელაობა. უზრდელობა, უტიფრობა, უპატივცემულობა გვერდითმდგომისადმი, განვითარების გვერდითი ეფექტების განვითარებად წარმოდგენა, გადახრების პედალირება არასდროს გახდება დასავლურობა.
30 წელი გავიდა და ამ საზოგადოებაში რაიმე ჯანსაღი დასავლური თუ დამკვიდრდა რაიმე?!
არაფერი!
სამაგიეროდ “დასავლურობა” ფულის საკეთებელი წყარო გახდა… ამიტომაც ზის ეს ქვეყანა ამ უპერსპექტივო და უმწეო მდგომარეობაში და დემაგოგიის მსხვერპლი ხდება ტრაგიკული მოსალოდნელი შედეგებით!
შ ე დ ე გ ი განსაზღვრავს რეალობას და არა ენის ტრიალი!
ქვეყანა, სადაც ადამიანისადმი პატივისცემა უკიდურეს ქვედა ნიშნულზეა, დასავლეთის შედეგებამდე ვერასდროს მივა: უნდა გინდოდეს ის, რასაც ხედავ და უნდა იცოდე, როგორ მიხვიდე იმავე შედეგამდე.
ახლა შედეგზე ორიენტირებული ხალხის დროა,
სულ რომ უკუნში არ ჩაიძიროს ეს ქვეყანა და მისი ხალხი.

დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი

Cesko