„მიშა+ბიძინა=ერთ ქინძს…“ – მამუკა ღლონტი

April 21, 08:01
0
446

მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს:

„რა მაგის დროა მაგრამ მაინც დავდებ. მხოლოდ ფაქტები მოკლედ:

გია გაჩეჩილაძემ (იგივე “უცნობი”) 2011 წელს გაყიდა “ტვ მაესტროს” 25% წილი, მიჰყიდა ბიძინა ივანიშვილს 1 000 000$ ად. ივანიშვილმა ეს წილი შეიძინა იმ მოტივით რომ გია გაჩეჩილაძე ხელს უშლიდა მაშინდელი “მაესტროს” საქმიანობას, ბიძინას და სხვა დამფუძნებლების აზრით. ივანიშვილმა ეს 25% გადმომცა მე, მე ეს საჩუქარი არ მივიღე ბევრი მიზეზის გამო და უფასოდ გადავეცი მაკა ასათიანს.
ჩვენმა მაშინდელმა “სუპერ დემოკრატმა” პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, იმის გამო რომ სატელიტური თეფშები არ შემოგვეტანა, ემანდ წილები არ გაგვეყიდა, პლუს შევეშინებინეთ, ჩვენს წილებს დაადო ყადაღა.
ბუნებრივია გაჩეჩილაძის წილის გადაფორმება ვერ მოხერხდა, ამიტომ მას რომ არ გადაეფიქრა შეიქმნა დოკუმენტი, სადაც ის ვალდებულებას იღებს მიხეილის ყადაღის მოხსნის შემდეგ გადმოგვიფორმოს გაყიდული 25% წილი, თუ არადა გადაიხადოს პირსაგამტეხლო 10 000 000 ლარი.
ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა, იმის გამო რომ ჩაფიქრებული ჰქონდა “მაესტროს” განადგურება, “დემოკრატ” მიშას დადებული გაუგონარი ყადაღა არ მოხსნა. გაჩეჩილაძის 25% წილი კვლავ არ გადაფორმდა.
ბიძინამ “მაესტროში” “მაესტროს გადარჩენის მიზნით” შემოგვიგდო ძმები გაჩეჩილაძეები რომლებიც ამტკიცებდნენ ისევ ვართ 25% ის მფლობელები ვინაიდან ჩვენი წილი არ გაგვიყიდიაო. (ღმერთმა იცის მაშინ რატომ მოაწერეს ხელი 10 000 000 მილიონიან პირსაგამტეხლოს ?)
2 ინსტანცია სასამართლოს გავლის შემდეგ, სასამართლომ დააკისრა გაჩეჩილაძეს გადაეხადა ყურადღება! 10 000 000 ლარის ნაცვლად 40 000 ლარი. თუმცა სავარაუდოდ გაჩეჩილაძეს ესეც ეძვირა.
ამ ბოლი დროს გააქტიურდა გაჩეჩილაძე და გააქტიურდა უზენაესი სასამართლოც და საქმე სააპელაციოში დააბრუნა.
სავარაუდოდ გაჩეჩილაძეს  არაფერს გადაახდევინებენ მეტიც სავარაუდოდ ჩვენ დაგვაკისრებენ რამე გადასახადს.
მივესალმები რომ ასეც მოხდეს, რატომ? იმიტომ რომ ბოლომდე გაშიშვლდებიან, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან შეიცვლება ხელისუფლება, ადრე თუ გვიან გათავისუფლდება სასამართლო და აი მაშინ ჩვენგან იურიდიული დანდობა არ ექნება ამ დავის არცერთ მონაწილეს!!!“

Cesko