” მისი დაავადება აქ არ განიკურნება, მდგომარეობა საგანგაშოა” – გიული ალასანია (ვიდეო)

April 20, 16:19
0
350

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან ისევ არ აქვს სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება – აცხადებენ მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა.

“მისგან მოვისმინე მისი მდგომარეობა და არის საგანგაშო, რა უნდა გაკეთდეს?! უნდა გაიყვანონ და მოათავსონ სათანადო კლინიკაში საქართველოში ამის პირობები არ არის. ასეთი დაავადება ვერ განიკურნება. პოლონეთმა, არაერთხელ ითხოვდა და დადებითი პასუხი ვერ მიიღეს… სადაც არის შესაბამისი კლინიკა იქ უნდა იყოს გადაყვანილი”, – ამბობს გიული ალასანია

სასამართლო სხდომას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი, რომელიც ასევე ითხოვს, მესამე პრეზიდენტთან ექიმების ჯგუფის შესვლას:

“ჩემი ძმის მდგომარეობა მართლაც საკმაოდ არასახარბიელოა. რაც მე ვნახე, უჭირს გადაადგილებაც, რაც მართლაც ძალიან რთული საყურებელია. ვინაიდან ჩვენ არ ვართ კმაყოფილი გაწეული სამედიცინო მომსახურებით, ვითხოვთ, შეშვებული იყოს ალტერნატიული ექიმთა ჯგუფი ,რომელსაც ჩვენ ვენდობით”, – ამბობს გიორგი სააკაშვილი

დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა დაუშვან მიხეილ სააკაშვილთან “ემპათიას” კონსილიუმის წევრები, თუმცა მოსამართლემ ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.

Cesko