55 Views
ამ დრომდე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს მარიუპოლსა და ხარკოვში. რუსეთის შეტევის ახალი ეტაპის დაწყება უკვე დაადასტურა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსული მედია წერს, რომ ბატალიონ “აზოვს” დანებებისთვის 2 საათი მიეცა.
ვრცელდება ასევე ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადება, რომ მარიუპოლს დღეს აიღებენ:
“მინდა გავახარო ხალხი, რომელსაც უკრაინაში მშვიდობის ნახვა სურთ. ყოვლისშემძლე ალაჰის დახმარებით დღეს მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაზე სრულ კონტროლს დავამყარებთ”, – აცხადებს კადიროვი.