„ამერიკელებს მენტალობაში რაღაც კარგად ვერ აქვთ“ – სერგეი ლავროვი

April 19, 14:03
0
732

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „ამერიკელებს მენტალობაში რაღაც კარგად ვერ აქვთ“, რადგან ისინი მითითებებს აძლევენ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ინდოეთი და ჩინეთი. აღნიშნულის შესახებ ლავროვმა ინდურ მედიას განუცხადა.

„შტატების მცდელობა მითითება მისცეს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ჩინეთი და ინდოეთი, არასწორია, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ მენტალობაში რაღაც კარგად ვერ აქვთ. მცდელობა და მითითება იმისა, თუ რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა მოიქცნენ ეს ქვეყნები, არამართებულია. შტატები მითითებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც უდიდესი ისტორია, ცივილიზაცია და კულტურა გააჩნია“, – განაცხადა ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში.

Cesko