55 Views
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად წარუდგინა ევროკავშირის ელჩს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შევსებული კითხვარი და განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება გახდეს.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროკავშირიას კანდიდატის სტატუსის მინიჭება უახლოეს კვირებში მოხდება და ეს იქნება პოზიტიური ჩვენი ხალხის ისტორიისთვის, იმის გათვალისწინებით, თუ რა ფასი გადაიხადეს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზაზე”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.