“ჩვენი ქვეყნის მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს არ უნახავთ.. ეს რატომ მოხდა?” – ხერხეულიძე

0
609
92 Views

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა:

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის უჭერთ მხარს და რომელი პოლიტიკური გემოვნების ბრძანდებით. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის, ისინი საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს არ უნახავთ და არ გიფიქრიათ ეს რატომ მოხდა? – იმიტომ ხომ არა, რომ მათთვის არაფერი არ აქვთ სათქმელი და იმიტომ ხომ არა, რომ ისინი ძალიან მიტოვებულებად გრძნობენ საქართველოს ხელისუფლებისგან თავს?!

როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, მართლა იარაღის მომარაგებას ხომ არ გთხოვს უკრაინის ხელისუფლება?! საუბარია მეგობრობასა და ურთიერთთანამშრომლობაზე. თუნდაც იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უკვე გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ და რაზეც ახლაც არ ამბობს უარს. მაშინ, როდესაც მსოფლიო პარლამენტებს მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი და სიამოვნებით უთმობენ ტრიბუნას, საქართველოში მისთვის ეს ტრიბუნა ვერ გამოიძებნა. უამრავი ფაქტორი არსებობს ისეთ, რაზეც უამრავი ხელოვნური ბარიერებია შექმნილი.”

Cesko