„ჩვენ უკრაინელებს ამით ვალს ვუბრუნებთ“ – მეუფე ნიკოლოზი ომში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლებზე

April 17, 15:40
0
647

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინის ომი პირდაპირ საქართველოს ეხება.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ქართველი მებრძოლების მონაწილეობა და თავგანწირვა გარკეულწილად, უკრაინელებისთვის ვალის დაბრუნებაა.

„რაც შეეხება ქართველ გმირებს – მე ვფიქრობ, რომ გარკეულწილად ჩვენ უკრაინელებს ამით ვალს ვუბრუნებთ. იმიტომ რომ მე მახსოვს, აფხაზეთის ომში უკრაინელები როგორ ჩამოვიდნენ. მე ჩემი თვალით ვნახე და გავიცანი ის მეომრები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და დაიღუპნენ კიდეც. რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის სიკვდილიც ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ნუ ომია და სიტყვა ომი საშინელებას, ტრაგედიას ნიშნავს.

ბოროტებაზე ღმერთი გაიმარჯვებს, როდის და რა ფორმით მოხდება ეს არავინ იცის. მე ვფიქრობ, რომ ეს ომი ძალიან მალე დამთავრდება და სამწუხაროდ, როგორც ახლა ვართ გაუგებრობაში, მერეც ვიქნებით. აი, ვინ გაიმარჯვა, ვინ მოიგო ეს ომი, ამის გარკვევა ძალიან რთული იქნება. სინამდვილეში ომს ეშმაკი იგებს, იმიტომ რომ ამ დაღუპულ ადამიანებს რაღა გააცოცხლებს, მაგრამ რა ვქნათ. ეს არ გვიკვირს ჩვენ, მეომარი ქვეყანა ვართ. ასე რომ, ჩვენ ვილოცოთ. აი, ჩვენი გამარჯვება ზუსტად ერთი კვირის შემდეგ იქნება, როდესაც ჩვენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ვიდღესასწაულებთ”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

Cesko