თეთრმა სახლმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინისადმი მიძღვნილი მონეტები გამოუშვა – გაყიდვიდან მიღებული თანხა ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება

0
426
24 Views

თეთრმა სახლმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინისადმი მიძღვნილი მონეტები გამოუშვა.

მონეტები 2022 წლის 16 მარტს უკრაინის პრეზიდენტის კონგრესში სიტყვით გამოსვლას ეძღვნება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მონეტა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ჯო ბაიდენის გამოსახულებით, ასევე კონგრესში ზელენსკის გამოსვლის მომენტით, სერიის “ისტორიული მომენტების” ფარგლებში გამოვიდა.

ერთი მონეტის ღირებულება 100 დოლარია. მისი გაყიდვიდან მიღებული მოგება მთლიანად მოხმარდება უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას.

Cesko