საფრანგეთმა რომან აბრამოვიჩს 98 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლე წაართვა

0
395
22 Views

საფრანგეთის ხელისუფლებამ ლაჟვარდოვან სანაპიროზე,  რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის სასახლე დააყადაღა. ამის შესახებ Businessinsider-ი წერს. 

გამოცემის ცნობით, სასახლე 98 მილიონი დოლარის ღირებულების იყო. მილიარდერმა დაახლოებით 100 მილიონი ევრო (109 მილიონი დოლარი) დახარჯა ძვირადღირებული ვილის აღდგენის სამუშაოებზე.

სასახლე „შატო დე ლა კრუა“ 1920 წელს ბერძენმა მილიარდერმა, არისტოტელე ონასისმა ააშენა.

1970-იან წლებში სახლი ხანძრის შედეგად დაზარალდა, 2001 წელს კი ის აბრამოვიჩმა აღადგინა.

სასახლის საერთო ფართობი 26 000 კვადრატული მეტრია, ის 5 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე მდებარეობს.

Cesko