საოპერო მომღერალი, პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს აქილიკებს:
“გიხაროდენ!!!
ომი მორჩება რამოდენიმე დღეში და ამაში საქართველო გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
ჩამივარდა ოცნების ივანიშვილთან საიდუმლო შეხვედრის მასალები, რომელსაც ვასაჯაროვებ.
მაშ ასე:
ჩვენი დელეგაცია ურჩევს უკრაინელებს, რომ დაყარონ იარაღი და დანებდნენ. უკრაინელები ეტყვიან, რომ არავითარ შემთხვევაშიო და აი აქ, ( !!!!!!!!! ) ოცნება გამოიყენებს თავის ჯადოსნურ, ბრძნულ 3 სიტყვას: ,,აბა ომი გინდათ”?
რამოდენიმე წუთით (ხანგრძლიობა 10-12 წუთი) ჩამოვარდება სამარისებული სიჩუმე. ისეთი სიჩუმე, რომ დარბაზის ბოლოს ისმის ბუზის ხმა, რომელიც ეხეთქება აივნის ფანჯრის შუშას…….. და უცებ ერთ-ერთი მათგანი, (სავარაუდოდ პრეზიდენტი ზელენსკი) წამოხტება და გაიძახის: აქამდე როგორ ვერ მივხვდით! რა სიბრძნეა! რა დიდი და ღირსეული გზაა!!!
შედეგი:
1.უკრაინა ეთანხმება ჩვენს რჩევას.
2.ბედნიერია მთელი მსოფლიო.
3.საქართველოს პრეზიდენტი აჯილდოვებს ივანიშვილს და მის მოდგმას უმაღლესი ჯილდოებით.
4.ქართულ ოცნებას ვუხანგრძლივებთ ხელისუფლებაში ყოფნას 2082 წლამდე. (გახანგრძლივების შესაძლებლობით)
5.ბედნიერია ერიც და ბერიც.”