ჯო ბაიდენმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა „გენოციდი“ გამოიყენა

0
375
25 Views

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფის ზრდაზე საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი გენოციდად შეაფასა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი საწვავის ავზის ავსების შესაძლებლობა, არც ერთი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოს მოშორებით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელებისადმი მიმართვისას.

ჯო ბაიდენის თქმით, პუტინის მიერ ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით, ნებადართული ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის მოხმარების განკარგულებას გასცემს.

Cesko