“თქვენ მალე ნახავთ ახალ სამყაროს, ახალი ძალის ცენტრებით, გაცილებით სწორი და სამართლიანი ურთიერთობებითა და პასუხისმგებლობებით!” – დემურ გიორხელიძე

0
755
45 Views

ამ ერთი თვის წინ, ერთ-ერთ
ტელეგადაცემაში ვთქვი:
“როცა ეს ყველაფერი დასრულდება,
რუსებმა მოსკოვის ცენტრში აშშ-ს
რაღაც გრანდიოზული სიმბოლური ძეგლი
უნდა აუგოს და რუსები მოკრძალებით და პატივისცემით
თავს ხრიდნენ ამ ძეგლის წინაშე.”
რატომ?!
ასეთ გრანდიოზულ საქმეს რუსებს ვერავინ გაუკეთებდა:
რუსეთს დამოუკიდებლად ამ უზარმაზარი ჭაობიდან, რაშიც აღმოჩნდა, გამოსვლა არ შეეძლო:
ვერაფრით ჩახსნიდა რუსეთი საკუთარ სხეულზე იმდენ წურბელას, გამყიდველს, კორუმფირებულ ნაგავს,
ოლიგარქს – რეალურად უსასტიკესი რუსული კრიმინალიდან ამოზრდილ მძარცველ სატანებს, ნეოლიბერალ წუმპე “რეფორმატორებს”, რომლებმაც დააჩოქეს რუსეთი, ათასი ჯურის გარე დაფინანსებაზე მყოფ ჯგუფებს (რომლებიც ახლა საქართველოში შემოიმალნენ!) და ა.შ.
ამერიკელებმა დასავლეთისადმი ყმური დამოკიდებულებიდან გამოიყვანეს რუსები, –
მიაბრუნეს საკუთარი თავისაკენ, რაციონალური აღქმისაკენ რეალობისა და არა იდეოლოგიური შტამპებით
საკუთარი მომავლის მოლოდინისაკენ!..
უდიდესი პერსპექტივის რეგიონი ხდება რუსეთის
ორიენტირი და ინტერესის სფერო, ძველი კი დათმო,
რადგან ასეა საჭირო!
სხვა დროს იყოს დეტალური ანალიზი, თუ რა შედეგს მოიტანს ეს! და ეს შედეგი იქნება აშშ-თვისაც დიდი
პერსპექტივის მატარებელი, ცხადია, საშუალოვადიან
და გრძელვადიან პერსპექტივაში!
მე ვსაუბრობ მხოლოდ აშშ-ზე და არა ავადმყოფ ევროპაზე!
ევროპის გეოპოლიტიკური წონა განულებულია და ფუნქცია – ამოწურული!
თქვენ მალე ნახავთ ახალ სამყაროს,
ახალი ძალის ცენტრებით, გაცილებით სწორი და სამართლიანი ურთიერთობებითა და პასუხისმგებლობებით!
სრულდება ის, რაც არაეფექტური, დამპალი და უვარგისი იყო. უკრაინა და შემდგომი პერიოდი დაძაბულობისა, –
ამ უვარგისი სისტემიდან გასვლაა ისე, რომ ცეცხლი არ მოეკიდოს მთელ მსოფლიოს.
დიდი პოლიტიკა – ეს ისაა, რაც ცვლის სამყაროს!
სხვა ყველაფერი ამ პოლიტიკის ზედაპირული ვიზუალიზაციაა ზედაპირული ადამიანებისათვის
ილუზორული წარმოდგენების გასაღვივებლად!

დემურ გიორხელიძე; სოციალური ქსელი

Cesko