24 Views
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პლატფორმა ალტ-ინფოს ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მიზეზი ალტ-ინფოს ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებია.
“ალტ-ინფო გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს”. – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებაში.