“400 ტონა ჰუმანიტარული დახმარება და 191 ქვეყანას შორის 1 ადგილი არ ითვლება, რადგან ნაცკრიმინალთა რჩევით, ასე გადაწყვიტა უკრაინის ხელისუფლებამ”

0
747
35 Views

400 ტონა ჰუმანიტარული დახმარება და 191 ქვეყანას შორის პირველი ადგილი არ ითვლება, რადგან ნაცკრიმინალთა რჩევით, ასე გადაწყვიტა უკრაინის ხელისუფლებამ. მათ არ მოსწონთ, რომ აგრესორ რუსეთს უკრაინის გარდა, “სხვა რაღაც გასაკეთებელი” არ აქვს საქართველოში.
უკრაინის ხელისუფლების დანაშაულებრივი და პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს უკრაინელი ხალხის დახმარებას.
ნაცკრიმინალთა ბელადის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთი ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება საქართველოდან. ამჯერად, სააკაშვილი უკრაინას დაეხმარება “მიშა მაგარია” და “ზელენსკი ჩვენი პრეზიდენტია” – ს იდეებით შეპყრობილი ე.წ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით და მრისხანე “ვეტომდებელი” – გიორგი მარგველაშვილით.
აღნიშნული ტვირთი, როგორც მრავალჯერადი დანიშნულების საქონელი, იგზავნება კონტრაბანდული გზით, ოკუპანტი რუსეთის გავლით, პუტინის ინსტრუქციით და რუსული “გოლდენ ქარდი”-ს, კობა ნაყოფიას დაფინანსებით.
ქართველი ხალხის უმრავლესობის მოთხოვნით, ზემოაღნიშნული ტვირთის უკან დაბრუნება – იკრძალება.
იმედი გვაქვს, უკრაინის ხელისუფლება ამჯერადაც დააფასებს ქართველი კრიმინალების მცდელობას, უკრაინაში გაძლიერდეს საქართველოს ტერიტორიიის და მრავალი სტრატეგიული ობიექტის რუსეთზე გამყიდველთა, საკუთარი მოსახლეობის სისხლით და ქონებით გამაძღარ “ნაცკრიმინალთა” რიგები და მათ სათანადო თანამდებობებს შესთავაზებს.
რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში მიწვევას, დარწმუნებული ვარ, ეს იდეაც ნაცსუფლიორების ჩაწოდებულია და იმ შემთხვევაში, თუ იქ ბატონი პაპუაშვილი ჩაბრძანდება, ჩვენ გავხდებით კიდევ ერთი, ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი სპექტაკლის მხილველნი. ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას უკრაინაში მიწვევაზე, სანამ საქართველოში არ დაბრუნდება უკრაინის ელჩი და უკრაინის ხელისუფლება არ უარყოფს ყველა ცილისმწამებლურ განცხადებას, რაც გამიზნულია საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შესალახად და ხელისუფლებაში ნაცკრიმინალების დასაბრუნებლად.

მაია ელოშვილი; სოციალური ქსელი

Cesko