„ყოველთვის, როდესაც ამას ვაკეთებ, პრეზიდენტ ზელენსკის ვეკითხები”- მაკრონი

April 11, 11:37
0
655

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი სატელეფონო საუბრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არ იყო ადვილი მომენტები.

„მაღონებს მასთან საუბარი, არ არის სასიამოვნო, მაგრამ რა ვქნათ? ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოვამზადოთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ემანუელ მაკრონი ასევე განმარტავს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრებს კიევთან კოორდინაციით აორგანიზებს.

„ყოველთვის, როდესაც ამას ვაკეთებ, პრეზიდენტ ზელენსკის ვეკითხები. ყოველ ჯერზე უკრაინის პრეზიდენტი მეუბნებოდა: „ჩემთვის მნიშვნელოვანია პუტინთან საუბარი. გააკეთე ეს იმიტომ, რომ მე არ შემიძლია მასთან საუბარი“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

Cesko