“საბჭოთა კავშირი მაინც ზუსტად იმ დღეს დაიშლებოდა, როცა დაიშალა. ჩვენ, უბრალოდ მის ნანგრევებში მოგვაყოლეს…”

0
584
24 Views

მოკლედ ვიტყვი მწარე სიმართლეს და გინდაც ჩამქოლოთ, – არ გადავთქვამ:
საბჭოთა კავშირი მაინც ზუსტად იმ დღეს დაიშლებოდა, როცა დაიშალა. ჩვენ, უბრალოდ მის ნანგრევებში მოგვაყოლეს.

9 აპრილს დაღუპული ადამიანებიც, ტერიტორიების დაკარგვაცა და სხვა უამრავი უბედურებაც, სწორედ იმ ერთი მუჭა ფსევდოპატრიოტების ვიწრო ინტერესების გამო მოწყობილი ავანწურის შედეგია (მაინცდამაინც ცხონებულ ზვიადს არ ვგულისხმობ – ცალკე ფენომენია, საკუთარი სულიერი მდგომარეობისა და გარემოებათა მსხვერპლი) ვინც, თავისი შთამომავლობიანად დღესაც კმაყოფილებით ცხოვრობენ ძირითადად ბევრად უფრო განვითარებულ და ბედნიერ ქვეყნებში, ვიდრე საქართველოა.
თუმცა, მეორეს მხრივ, არასდროს მას შემდეგ ქართველი ერი ისე ერთიანი არ ყოფილა (არც მომავალში იქნება) როგორც მაშინ იყო. და თუნდაც იმიტომ აღარ იქნება, რომ მწარე გამოცდილება აქვს და ზუსტად იცის, რომ მის გმირობას ვიღაც ჯიბეში ჩაიდებს და სარფიანად გაჰყიდის…
ეს ერთი, და მეორეც, რაც ამ თარიღს უკავშირდება, – დამოუკიდებლობის აღდგენა…
ჯერ ის დამოუკიდებლობა არ გაიშვა არსად, 104 წლის წინათ რომ ძალათ შემოგვტენეს, (ხო, არ მოგესმათ, წაიკითხეთ წიგნი და ნახავთ იქ) და მერე ეს – აღდგენილი, რომლისგანაც, თუ რუსეთმა ისურვა, (მიუხედავად იმისა რომ ჩვენზე ასჯერ ძლიერ და დიდ უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომსა და მთელ სამყაროსთან კონფრონტაციაშია) – მოიცლის და ერთ საათში არაფერს დატოვებს. ნაცარტუტად გვაქცევს. უბრალოდ ვერ ხედავს ამის საჭიროებას, რადგან რასაც (ამ ეტაპზე მაინც) ჩვენ თვითონ ვუშვებით საკუთარ ქვეყანას, მის ეკონომიკას, ენას, ისტორიას, კულტურას… ერთმანეთს რასაც ვუშვებით ბოლოსდაბოლოს… – ისე ეფექტურად ვერანაირი ზარბაზნებითა და ბომბებით ვერ დაგვაზიანებს.
დიდება მიშას!!!
ძირს ბიძინა!!!
ან პირიქით, რა მნიშვნელობა აქვს.?
რომელიმე ომი რომ მოიგო, ჯერ ერთმანეთი უნდა გიყვარდეს და დარწმუმებული იყო, რომ ზურგში ტყვიას არ გესვრიან.
ჩვენ კი ერთმანეთი გვეზიზღება…
ვისაც არ გჯერათ, – არ გინდათ შორს წასვლა: მოულოდნელად გააჩერეთ უახლოეს ვიწრო გზაჯვარედინზე მანქანა და სულ რამდენიმე წამში დარწმუნდებით…?
/გრინ ბარეტი/

გრინ ბარეტი, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი

Cesko