“სოციოპათი, ნაცისტი და აშკარა ფსიქიკური გადახრებით” – დავით ქართველიშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ – არესტოვიჩზე

0
732
36 Views

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს აუგად მოიხსენიებს.

„ოლექსი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი: „უკრაინელი ხალხი მთლად ჭკვიანი არაა, ის ძალიან უვარგისი და ისტერიულია და ამის გამოყენება ძალიან ადვილად შეიძლება. უკრაინის ხელისუფლებაც არაა თავის მოწოდების დონეზე. მას ხალხი ეზიზღება, გარწმუნებთ ამაში, ადამიანებადაც კი არ თვლიან ბოლომდე და ამისთვის ყველა პრაქტიკული საფუძველი გააჩნიათ, გარდა ერთადერთისა, რომ ისინი მაინც ადამიანები არიან.

უკრაინელი ხალხი – მისი აქტივისტები, საზოგადოება, ბიზნესმენები, მთელი ეს პატრიოტული მდუღარება, ისინი ჩლუნგები, უვარგისები, ტვინგამორეცხილები, მართვადები, ემოციურები, სულით ღატაკები, მაგრამ მაინც ადამიანები არიან. ამას ვიძახი ყველაზე აქტივისტებზე, ხალხზე, ყველაზე. ნორმალური ადამიანები ამ ქვეყანაში, ვისთანაც შეიძლება საუბარი იმაზე, რაც აქ ხდება, ხელის თითებზეა ჩამოსათვლელი. დანარჩენები კი იმ უბედურებას წარმოადგენენ, რა უბედურებაშიც საზრდოობენ – გაუნათლებლები, გონებაჩლუნგები, სამოქალაქო ცხოვრებისა და სახელმწიფო მართვის გამოცდილების არმქონე…

მადლობა ღმერთს, რომ მსგავსი ხალხის ხელში არაა ხელისუფლება! თუ ეს ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში, მე ამ ქვეყნიდან გავიქცევი“ – სოციოპათი, ნაცისტი და აშკარა ფსიქიკური გადახრებით – რა ვიცი, მე ასე მგონია“, – წერს ქართველიშვილი.

Cesko