“ჩამოვიდეს აქ, იყოს….ვნახოთ მერე როგორ ილაპარაკებს… თან იძახის, ჩემზე მშიშარა კაცი არ არსებობსო..! – გია გაჩეჩილაძე („უცნობი“)

0
581
54 Views

თვითონ იძახის, ქვეყანას სიწყნარე და ერთიანობა სჭირდებაო და იმ ადამიანებზე არაფერს არ იძახის, ვინ ამ ერთიანობის პერსპექტივას ზურგში დანას ურტყამს – მომღერალმა და ტელეწამყვანმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა., რითაც გამოეხმაურა ფიზიკოს გია დვალის განცხადებას, რომელმაც უკრაინის ომთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების როლი მკაცრად გააკრიტიკა და მოიხსენია, როგორც “რუსეთიდან მართული ხელისუფლება”

“რას ნიშნავს ირაციონალური შიში, რას ნიშნავს – ნუ თესავთ ირაციონალურ შიშს? უშიშროების საბჭოს მდივანი რომ იძახის, ომში უნდა წამოვოდეს საქართველო და ჩაებასო, ეს ირაციონალური შიშია. რამდენ რამეს ნიშნავს, ადამიანი აქ რომ არ ცხოვრობს და საერთოდ, ადამიანები აქ რომ არ არიან და აკეთებენ განცხადებებს. ჩამოვიდეს აქ, იყოს….ვნახოთ მერე როგორ ილაპარაკებს… თან იძახის, ჩემზე მშიშარა კაცი არ არსებობსო.
საერთოდ სხვა ამბავი – რატომ კეთედება ასეთი განცხადებები, რატომ გაჰყავთ ელჩი მაშინ, როცა მოსკოვიდან არ გაჰყავთ, ბელორუსიიდან… აბსულუტურად სხვა რაღაც ხდება. რა ძლიერ ოპოზიციაზე ლაპარაკობს? ოპოზიცია ამას ჰქვია, ყოველდღე საკუთარ ქვეყანას ზურგში დანას რომ ურტყამს? თვითონ იძახის, ქვეყანას სიწყნარე და ერთიანობა სჭირდებაო და იმ ადამიანებზე არაფერს არ იძახის, ვინ ამ ერთიანობის პერსპექტივას ზურგში დანას ურტყამს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ავხსნა ეს ამბავი” – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

Cesko