შოთო სიხარულიძე, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ემიგრანტებშია, ფეისბუქში წერს, რომ დახმარება სჭირდება ქალთან ურთიერთობაში, რომელსაც ცალმხრივად უყვარს.
,,ვუყვარვარ ადამიანს, რომელიც არ მიყვარს და რა გავაკეთო, მირჩიეთ რაიმე.
მის სიყვარულს ვერანაირად ვერ ვუპასუხებ სიყვარულითვე. ჰოდა, არც ის მინდა, გული ვატკინო. მაქსიმალურად ვცდილობ ამას, მაგრამ ყოველდღე მწერს, რომ ვუყვარვარ და ჩემთან უნდა, რომ უჩემოდ სიცოცხლე არ შეუძლია და იტანჯება უჩემოდ. ჩემი ნახვა უნდა, მაგრამ რაც გავიგე, რომ ასეა, თავს ვარიდებ.
ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ, არ მინდა, იმედი ჰქონდეს, რომ ერთად ვიქნებით…
საოცრად თბილი, მოსიყვარულეა და სხვასთან იყოს ბედნიერი. იმასთან, ვისაც არ უყვარს, ვერანაირად ვერ იქნება, ანუ ჩემთან. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავს შეიძლება რამე დაუშაოს და ეს დაწეროს სოცქსელებში, რომ შოთო სიხარულიძემ ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.
ასე რთულად რომ არ იყოს საქმე, არასდროს დავწერდი და არ დამიწერია მსგავსი რამ ჩემს კედელზე. ამიტომ გთხოვთ დახმარებას. იმასაც ვფიქრობ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, წესით, უნდა მიმხვდარიყო ჩემი საუბრებიდანაც და ქცევებიდანაც, რომ ჩვენ შორის ვერასდროს ვერაფერი მოხდებოდა, მაგრამ ამაოდ. ჩემი მასთან ყოფნის 1%-იც არაა შანსი…
ვწუხვარ და მაწუხებს ეს ყველაფერი და მოქმედებს ჩემს ფსიქიკაზე, ხასიათზე, განწყობაზე. ყველგან, სადაც ვარ, მაგაზე ვფიქრობ, რომ როგორ მოვაგვარო ეს ყველაფერი ისე, რომ სასწაული არ მოხდეს. იმ დონემდე ვარ მისული, რომ მისი მობილურის ნომერი და ფეისბუქის ლინკიც გამოვაქვეყნო, რომ ყველამ ერთად აუხსნას და დამეხმაროს, რომ ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია”.
,,დამეხმარეთ, ამ ქალს გავაგებინო, რომ არ მიყვარს და ჩემთან ყოფნის შანსი არ აქვს” – შოთო სიხარულიძე
31 Views