დმიტრო კულება: მოგვეცით იარაღი, ჩვენ გავიღებთ მსხვერპლს, ომი არ გასცდება უკრაინას

April 7, 12:53
0
343

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად აღარ იქნება საჭირო ვნახოთ ის, რაც ვნახეთ ბუჩაში და მივიღოთ შოკი. ამის შემდეგ პარტნიორები დასხდნენ და განაცხადონ, რომ მიიღებენ ახალ სანქციებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„არ მგონია, რომ უკრაინელებმა სიცოცხლე უნდა გაიღონ, დაიტანჯონ იმისათვის რომ პარტნიორებმა შეზღუდვები დააწესონ. როდესაც არ გინდა უკრაინას მიაწოდო იარაღი, მაშინ გამოდიხარ არგუმენტით, რომ არ მივაწოდოთ იარაღი, რათა ომმა ნატო არ ჩაითრიოს, მეორე – მივაწოდოთ უკრაინას იარაღი იმისათვის რომ ნატომ არ იბრძოლოს, რადგან უკრაინელები გააკეთებენ ყველაფერს ჩვენთვის. მე მგონი უკრაინელების მიდგომა სამართლიანია და სწორი – მოგვეცით იარაღი, ჩვენ გავიღებთ მსხვერპლს, ომი არ გასცდება უკრაინას“, – განაცხადა კულებამ.

Cesko